კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს იმ წესებს, რომლითაც შპს „ქლინფო ინტერნეიშენალ“ (შემდგომში „კომპანია“) აგროვებს, იყენებს, ინახავს და ავრცელებს მომხმარებლებისგან შეგროვებულ ინფორმაციას (შემდგომში „მომხმარებლები“ ან „მომხმარებელი“).

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით, დაათვალიერებთ ან/და ისარგებლებთ ჩვენი ვებ-გვერდით (შემდგომში „ვებ-გვერდი“).

ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისა და გამოყენებისას ივარაუდება, რომ წინამდებარე დოკუმენტი წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენს მიერ.

ვებ-გვერდი იმართება შპს „ქლინფო ინტერნეიშენალ“-ის (ს/კ 404757287, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, კორნელი კეკელიძის ქ., N10, ბ. 29) მიერ, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანია იღებს ყველანაირ ზომას იმისთვის, რომ დაცული იყოს მომხმარებლების პერსონალური მონაცემები ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობისას.

მომხმარებელი, რომელიც კომპანიას საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალურ ინფორმაციას, ის ავტომატურად ასევე ანიჭებს უფლებამოსილებას კომპანიას გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშვების მიზნით.

კომპანია პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები შეგროვებასა და სხვა მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენ პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება აუცილებლობის პრინციპით. შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულად და ამ მონაცემების გამოყენება არ აღემატება იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობის განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულები დოკუმენტი.

მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს მის შესახებ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის მომსახურების მიღების მიზნით. მომხმარებელი ასევე ვალდებულია დაყოვნებლივ მიაწოდოს კომპანიას ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შესახებ.

კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაცია, მათ შორის ასაკი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აღმოჩნდება არასრულწლოვანი პირი, კომპანია უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს ასეთი მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ვებ-გვერდის სერვისი არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლებისათვის მომსახურების გასაწევად, მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, ასევე იმ შემთხვევაში თუ კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა გახადა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი:

კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
მომხმარებლის პრობლემების აღმოფხვრა.
კომპანიის ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით განახლებული მონაცემების მიწოდება მომხმარებლებისთვის.
მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.
მომხმარებელთან უკუკავშირის დამყარება.
მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების/სერვისის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
კომპანიის ვებ-გვერდის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია.
მომხმარებლის მიერ ჯეროვანი მომსახურების მიღება.
კომპანიისთვის საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მინიჭებული სხვა მიზნები.

კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს წვდომა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან, როდესაც ის პირდაპირ გამჟღავნებულია მისი მომხმარებლების მიერ, მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს მეგობართან გასაგზავნად, როდესაც პროდუქტის შეძენისთვის თანხის გადამხდელი განსხვავდება პროდუქტის მიმღებისგან ან როდესაც მომხმარებელს სურს რეკომენდაცია გაუწიოს მეგობარს კომპანიის მომსახურებას ან კონკრეტულ გასაყიდ პროდუქტს. ასეთ შემთხვევებში, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ასეთი პირების თანხმობა მათი მონაცემების კომპანიისთვის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და დარწმუნდეთ, რომ მათ მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის და მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ასეთ მესამე პირებს, თუ ისინი არ მოგაწვდიან მათ გამოხატულ თანხმობას და ნებისმიერი არასათანადო და არაკანონიერი ინფორმაციის გამოყენებისას.

მომხმარებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომპანიას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შემდეგი:

რომელი მონაცემები მუშავდება კომპანიის მიერ.
მონაცემთა დამუშავების მიზანი.
მონაცემთა დამუშავების შეგროვების გზები.
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
განახლებული შესწორებული ან როდესაც თქვენ გაქვთ ასეთი ინტერესი, თქვენი გაერთიანებული პერსონალური მონაცემები.
თქვენი (უკანონოდ დამუშავებული) პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდაქმნა ანონიმურ ფორმაში, დაბლოკვა, მათ შორის მონაცემი, რომელიც არ არის საჭირო, რომ იქნას შენახული, იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იქნა შეგროვებული და შემდგომში დამუშავებული.
გაიცა თუ არა მესამე პირებზე მათ შესახებ მონაცემები, ასევე მესამე პირებზე მონაცემების გაცემის მიზანი და საფუძველი.

თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ მთლიანად ან ნაწილობრივ:

ლეგიტიმური მიზნებისთვის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუნდაც ის დაკავშირებული იყოს იმ მიზნებთან, რისთვისაც შეგროვდა.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თავისუფლად გამოიყენოთ აღნიშნული უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამას აკეთებთ გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად, კომპანიასთან თქვენი მოთხოვნის გაგზავნით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cleanpawdepot@gmail.com ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია განაახლოს, შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს მონაცემები, იმ შემთხვევაში თუ მონაცემები არასრულია, არ არის განახლებული შესაბამისად ან შეგროვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან საქართველოს საერთო სასამართლოებს თუ დაირღვევა საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კომპანიას, მის მიერ კომპანიისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან წაშლა.

მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის ან წაშლის შესახებ მომხმარებლისგან შეტყობინებისთანავე, კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან წაშლის დამუშავებულ მონაცემებს.

კომპანიისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო/სადებეტო ნომრები, ტელეფონის ნომერი და სხვა) აუცილებელია თქვენ მიერ ვებ-გვერდზე მოცემული მომსახურებით სარგებლობისთვის, ასევე ნაყიდი პროდუქტის შეკვეთის დამუშავებისთვის, ასევე სხვა მომსახურების მოწოდებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ან თქვენი მონაცემები აუცილებელია, რათა შესრულდეს კანონით ან რეგულაციებით მოთხოვნილი ვალდებულებები.

თქვენი მხრიდან კომპანიისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმა, რომელიც აუცილებელია ზემოთ დასახელებული მიზნებისთვის, შესაძლოა აისახოს იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ვერ მოხდეს ვებ-გვერდზე არსებული გასაყიდი პროდუქტის თქვენ მიერ შეძენისას შეკვეთის დამუშავება ან მომსახურების მიწოდება, რომლებიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე.

მომხმარებლის მონაცემების გაზიარება

კომპანია პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი, გვარი მისამართი, საკონტაქტო ნომერი, შეკვეთის დეტალები) გადასცემს კომპანიის თანამშრომლებს ან უფლებამოსილ პირთა შეზღუდულ ჯგუფს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროდუქტის მიწოდებაზე. მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ მომსახურებისა და პროდუქტის მიწოდების მიზნით.

კომპანიის თანამშრომლები და უფლებამოსილი პირები, რომლებსაც გადაეცემათ მომხმარებლის მონაცემები პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების მიზნით, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფინდენციალურობა და არ გამოიყენონ აღნიშული სხვა მიზნებისთვის.

მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გაზიარება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

კომპანია უფლებამოსილია, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

მონაცემების მიღება

კომპანია ინფორმაციას იღებს მომხმარებლის მიერ, ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას საჭირო ინფორმაციის ასახვით.

მონაცემები, რომელიც მუშავდება კომპანიის მიერ

მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას უთითებს შემდეგ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის:

სახელი, გვარი
ტელეფონის ნომერი
მისამართი
ელექტრონული ფოსტის მისამართი
სახელი და პაროლი ავტორიზაციისთვის

მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით ასევე უთითებს მისი ბარათის მონაცემებს ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, და ადასტურებს გადარიცხვას. კომპანიას არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. კომპანია იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

მომხმარებლის ბარათის მონაცემები მუშავდება მხოლოდ ჩვენს პარტნიორ გადახდის სერვისებზე (ბანკები). კომპანიას არ აქვს წვდომა მომხმარებლის ბარათის მონაცემებზე და არ ინახავს მათ. გადახდა ხორციელდება დაშიფრული და უსაფრთხო არხებით.

ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

კომპანია იტოვებს უფლებას განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს. მომხმარებლებს მოვუწოდებთ პერიოდულად შეამოწმონ ეს გვერდი ნებისმიერი ცვლილებისთვის. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი პასუხისმგებლობაა პერიოდულად გადახედოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და იცოდეთ ნებისმიერი ცვლილება.

მონაცემების შენახვის ვადა და უსაფრთხოება

კომპანია არ ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმაზე დიდი ხნით, ვიდრე ეს კანონით არის ნებადართული და აუცილებელი კომპანიის მომსახურების ან მისი შესაბამისი ნაწილის განხორციელებისათვის.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვა, შესაბამისად იღებს ყველა ზომას მათ უსაფრთხოებაზე.

კომპანია იღებს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას კომპანიის ვებ-გვერდზე.

კომპანია დაამუშავებს ასეთ მონაცემს მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ ფარგლებში, რომელიც აღნიშნულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში და შესაძლებელია გამჟღავნდეს მესამე პირებთან მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველყოფასთან.

თანხმობა

კომპანიის ვებ-გვერდით გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით ამ პოლიტიკას, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენება ჩაითვლება, როგორც თქვენ მიერ ამ ცვლილებების მიღება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან კომპანიასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელ-ფოსტების საშუალებით:

cleanpawdepot@gmail.com