წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ქლინფო ინტერნეიშენალ“-ს (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის და კომპანიის შესაბამისი მომსახურების გამოყენებას.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით, რაც მოიცავს მომხმარებლისთვის მისთვის სასურველი შინაური ცხოველის საკვების მიწოდებას, განსაზღვრული გრაფიკითა და რაოდენობით. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში მომხმარებელს გადაეცემა სარგებლობაში დისპენსერი, რომელიც პროგრამდება კონკრეტულ დროს კონკრეტული რაოდენობა საკვების ჩამოყრაზე. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გარდა განსაზღვრული საკვებისა, ვებ-გვერდზე შეიძინოს შინაურ ცხოველთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქცია, წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული პირობებით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის მომსახურების გამოყენებას, რომელზე თანხმობითაც ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს.

კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი პუნქტი, მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით.

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად და ზრუნავს მის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე.

წინამდებარე წესები და პირობები არის მხოლოდ კომპანიასა და მომხმარებელს შორის მოქმედი დოკუმენტი.

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

ტერმინთა განმარტება:
წინამდებარე წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ვებ-გვერდი – ნიშნავს smartpaw.ge-ს რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, კომპანიისგან მომსახურების მისაღებად.
პირადი ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.
კომპანია – ნიშნავს შპს „ქლინფო ინტერნეიშენალ“-ს (ს/კ 404757287, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, კორნელი კეკელიძის ქ., N10, ბ. 29).
მომხმარებელი – ნიშნავს ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ პირს, რომელიც ვებ-გვერდის საშუალებით იღებს მომსახურებას და სურვილის შემთხვევაში ასევე ყიდულობს პროდუქტს.
კურიერი – ნიშნავს კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს მიწოდებას მომხმარებლის მისამართზე.
მხარეები – ნიშნავს კომპანიასა და მომხმარებელს.
მესამე პირი – ნიშნავს ნებისმიერ პირს გარდა კომპანიისა და მომხმარებლისა.
კომპანიის შესახებ მონაცემები
შპს „ქლინფო ინტერნეიშენალ“-ს (ს/კ 404757287, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, კორნელი კეკელიძის ქ., N10, ბ. 29).
ელ-ფოსტის მისამართი: guga@smartpaw.ge
ბრენდის სახელწოდება: SmartPaw • სმარტფო
კომპანიის საქმიანობის შესახებ
კომპანია მომხმარებელს აწვდის მისთვის სასურველი შინაური ცხოველის საკვებს.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხმარებელს შეყავს ინფორმაცია მისი შინაური ცხოველის და საჭიროებების შესახებ. ვებ-გვერდი ავტომატურად ითვლის კონკრეტული მომხმარებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელ თანხას.
ყოველი მიწოდების წინ, 2 დღით ადრე, მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მიწოდების შესახებ. მომხმარებელი ვალდებულია დაადასტუროს შეკვეთა, რის შემდგომაც მის მიერ მითითებული საბანკო ბარათიდან ჩამოიჭრება შეკვეთის შესაბამისი ღირებულება.
მიწოდება შესაძლებელია იყოს როგორც ფასიანი, ასევე უფასო. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აირჩევს კომპანიის პარტნიორ ბრენდს, მომხმარებელი კომპანიის მომსახურებას მიიღებს უფასოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის მომსახურება ფასიანია.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ყოველი შეტყობინების დროს დამატებით აირჩიოს პროდუქცია.
განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
მისი ასაკი არის მინიმუმ 18 წელი.
მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში;
პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
კომპანია არ არის პასუხისმგებელი:
მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
ვებ-გვერდზე პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
პირადი ანგარიშის გახსნა და ავტორიზაცია
კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებ-გვერდზე მოცემული მომსახურებით.
ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უფასოა.
მომხმარებელს ეძლევა შეზღუდული, არაექსკლურზიური უფლება, რომ ისარგებლოს ვებ-გვერდით იმ მიზნებისთვის რომელიც მოცემულია წინამდებარე წესებსა და პირობებში.
ვებ-გვერდით სარგებლობისთვის მომხმარებელი უთითებს მოქმედ საკრედიტო ბარათს ან გადახდის სხვა საშუალების შესახებ ინფორმაციას, რომელი ინფორმაციაც არ ინახება კომპანიის მიერ.
მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე.
პირადი ანგარიშის გახსნის პროცესში მომხმარებელი მიჰყვება ვებ-გვერდზე არსებულ ინსტრუქციას, ქმნის სახელს, პაროლს, უთითებს ტელეფონის ნომერს, მისამართს, პირად ან/და პასპორტის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს.
პირადი ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, სახელისა და პაროლის გამოყენებით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
მომსახურების მიღება
ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელს ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლია შეარჩოს მომსახურების მიღებისთვის მისთვის სასურველი დრო.
შეტყობინებაზე დასტურით მომხმარებელი თანახმობას აცხადებს ყველა შესაბამისი გადასახადის გადახდაზე.
დისპენსერი
მომხმარებელს დროებით სარგებლობაში გადაეცემა დისპენსერი მხოლოდ კომპანიის მომსახურების ფარგლებში მიწოდებული საკვების გამოყენებისთვის. დისპენსერის დაკარგვის, დაზიანების, დაკარგვის ან განზრახი ხარვეზის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
დისპენსერის გამოყენება სხვა (არა კომპანიის მიერ მიწოდებული) საკვებისთვის აკრძალულია. ამ პირობის დარღვევა შეიძლება გახდეს მომსახურების შეწყვეტის საფუძველი.
დისპენსერის გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომპანიას. მომხმარებელი ვალდებულია თავი შეიკავოს დისპენსერის დამოუკიდებლად ან მესამე პირის მიერ შეკეთებისგან.
პროდუქტის ყიდვა
მომსახურების გარდა, მომხმარებელს ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი პროდუქტი.
პროდუქტის ყიდვით მომხმარებელი თანახმობას აცხადებს ყველა შესაბამისი გადასახადის გადახდაზე.
მომხმარებელი ვალდებულია წაიკითხოს წინამდებარე წესები და პირობები პროდუქტის ყიდვამდე.
ვებ-გვერდზე ნაჩვენები პროდუქტის ფოტოები მოცემულია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისათვის და საბოლოო პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ყიდულობს, შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ამ ფოტოებისგან.
მომსახურების/პროდუქტის ყიდვის გაუქმების უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, უპირობოდ, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს შეძენილი პროდუქტის უკან დაბრუნება 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
მომხმარებელს არ აქვს უფლება უპირობოდ თქვას უარი ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს, შეძენილია 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტი და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნებული პროდუქტი აკმაყოფილებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც მოხდა შეძენა, 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში კომპანიის მიერ პროდუქტის დაბრუნების მიღებიდან.
პროდუქტის დაბრუნების ფორმა მითითებული წინამდებარე წესებისა და პირობების დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს.
მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოს მასთან მიტანილი პროდუქტი. მომხმარებელი პასუხისმგებელია იმის შემოწმებაზე, რომ მიწოდებული მომსახურება და/ან პროდუქტები ადეკვატურია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებაზე, რათა დაამტკიცოს, რომ ისინი არ იყო ასეთი. პროდუქტის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროდუქტის ფოტო, არასწორად მიტანილი პროდუქტების ჩამონათვალი და სხვა მტკიცებულებები.
იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელს მიეწოდება როგორც დისპენსერი, ასევე შინაური ცხოველის საკვები, მოქმედებს განსხვავებული წესები, კერძოდ:
არასწორად მიწოდებული პროდუქტის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას ახლით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება დააბრუნოს უკვე გახსნილი ან გამოყენებული საკვები (სანიტარული და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე).
პროდუქტის მიწოდებისას მომხმარებელსა და კომპანიას შორის შედგება მიღება-ჩაბარების აქტი.
ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ვებ-გვერდზე მითითებული, შესაბამისი ანგარიშსწორების ღილაკის გამოყენებით.
გადახდა ხდება შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
საბანკო ბარათით (Visa, MasterCard და სხვა).
პარტნიორი ბანკის ონლაინ სერვისით.
ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან (თუ ეს სერვისი ხელმისაწვდომია).
ყველა გადახდა ხდება დაცული არხებით და კომპანიას არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე.
კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტურობა, შესაბამისად მომხმარებელი ვალდებულია შეატყობინოს ყველა იმ გარემობის შესახებ როდესაც ხდება მისი საკრედიტო ბარათის გამოყენება მესამე პირების მიერ თაღლითურად. კომპანია გადახდის პროვაიდერთან ერთად გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას რომ განხორციელდეს ბარათის დაბლოკვა. მიუხედავად ამისა, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ასეთი შემთხვევებით დამდგარ ზიანზე.
მომსახურების/შესყიდული პროდუქტის მიწოდება
მომხმარებელი მიწოდებამდე 2 (ორი) დღით ადრე მიიღებს შეტყობინებას მიწოდების შესახებ, მომხმარებლის მიერ მისი დადასტურების შემდეგ მიწოდება ხდება შეთანხმებულ ვადებში.
მომსახურება/პროდუქტი მიწოდებული იქნება იმ მისამართზე, რომელი მისამართიც მომხმარებელს მითითებული აქვს რეგისტრაციისას, ან შეცვლის მას უშუალოდ მიწოდებისას.
უშუალოდ მისამართზე მიტანისას, კურიერი მომხმარებელს დაუკავშირდება სატელეფონო ზარის მეშვეობით, იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს.
მომხმარებელი ვალდებულია იმყოფებოდეს შეკვეთის მითითებულ ადგილზე, მანამ სანამ შეკვეთა მას ჩაბარდება. იმ შემთხვევაში თუ ორი მცდელობის შემდეგ კურიერი მომხმარებელს ვერ დაუკავშირდება, შეკვეთა ბრუნდება კომპანიის საწყობში.
ფასდაკლებები
კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს შესთავაზოს მომხმარებელს ფასდაკლებები. ნებისმიერი ფასდაკლება ნებისმიერ დროს ცალმხრივად შესაძლებელია გაუქმდეს კომპანიის მიერ.
გარიგების უსაფრთხოების პოლიტიკა
კომპანია იყენებს მხოლოდ სანდო პარტნიორ ბანკებსა და გადახდის სისტემებს.
იღებს ყველა ზომას მომხმარებლის ფინანსური ინფორმაციის დასაცავად, თუმცა არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
ვებ-გვერდი და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება და შესაბამისი დოკუმენტაცია, არის მხოლოდ კომპანიის და წინამდებარე წესები და პირობები არ ანიჭებს მომხმარებელს რაიმე სახის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას.
ვადები და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
ხელშეკრულება ძალაშია მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის შემდეგ, მანამ სანამ მომხმარებელი ან კომპანია არ შეწყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
მომხმარებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება პირადი ანგარიშის წაშლის გზით.
კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და წაშალოს მომხმარებლის ანგარიში ნებიმისმიერი მიზეზით, მომხმარებელთან 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და შეუწყვიტოს წვდომა მომხმარებელს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულ პირობებს და მოქმედ კანონმდებლობას.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის პირადი ანგარიში უმოქმედოა ორ წელზე მეტი ვადით, კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის პირადი ანგარიში წინასწარი შეტყობინების გარეშე.
მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ნებისმიერი დადასტურებული შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება და თანხა დაუბრუნდება მომხმარებელს.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
მომხმარებელი ვალდებულია:
შეასრულოს წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად.
გადაიხადოს მომსახურების/პროდუქტის ღირებულება.
დაიცვას ყველა მოქმედი კანონი.
არ გამოიყენოს ან არ ეცადოს გამოიყენოს სხვა პირის კომპანიის ანგარიში ან არ გამოიყენოს სხვა პირის გადახდის ბარათები.
არ განახორციელოს საინჟინრო ანალიზი, დეკომპილაცია, დაშლა, გაშიფვრა ან სხვაგვარად არ ეცადოს, რომ მოიპოვოს ვებ-გვერდის ან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის საწყისი კოდი.
არ შექმნას ვებ-გვერდზე ანგარიში ყალბი მონაცემების ან სხვა პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.
არ გამოიყენოს პირადი ანგარიში არაკანონიერი მიზნებისთვის, არ დაარღვიოს მესამე პირების უფლებები და ინტერესები.
თავი შეიკავოს ვებ-გვერდის რაიმე სახით შეცვლისგან.
თავი შეიკავოს ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის დარღვევისგან.
თავი შეიკავოს სხვა მომხმარებლების შეურაცხყოფის, დაშინების ან შევიწროებისგან.
კომპანია ვალდებულია:
შეასრულოს წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად.
კომპანია უფლებამოსილია:
მოსთხოვოს მომხმარებელს მომსახურების/პროდუქტის ღირებულების გადახდა.
მოსთხოვოს მომხმარებელს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს მიწოდება მანამ, სანამ დავალიანება არ დაიფარება მომხმარებლის მიერ.
გარკვეული პერიოდულობით შეამოწმოს დისპენსერი და მოახდინოს შესაბამისი ფოტო-ვიდეო გადაღება ხარისხის კონტროლის მიზნით.
მომხმარებელი პასუხისმგებელი და ვალდებულია მის ქმედებებსა და უმოქმედობებზე.
კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების/პროდუქტის მიწოდების შემდეგ, საკვების შენახვის პირობების დაცვა გადადის მომხმარებლის მხარეს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი საკვების არასწორი შენახვის შედეგად დამდგარ ზიანზე.
მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი პირადი ანგარიშის წვდომაზე, ისევე, როგორც მისი გამოყენებაზე კეთილსინდისიერად და საზოგადოდ მიღებული ჩვეულებებისა და საჯარო წესრიგის პრინციპების შესაბამისად.
მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდის ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც განხორციელდება მომხმარებლის ანგარიშიდან.
კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა, პასუხს აგებს ვებ-გვერდის გაუმართაობით გამოწვეული ზიანისათვის, რომლითაც დაირღვა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები.
მომხმარებელს უფლება აქვს მიაწოდოს კომპანიას ინფორმაცია ნებისმიერი იმ ფაქტის შესახებ, როდესაც ის ფიქრობს რომ სხვა მომხმარებლის მიერ დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს რეგისტრაცია.
კომპანია უფლებამოსილია შეაგროვოს, გამოიყენოს ან გააზიაროს მომხმარებლის მდებარეობის ზუსტი მონაცემი, მათ შორის, მომხმარებლის კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის რეალურ დროში არსებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. კომპანიას შეუძლია შეაგროვოს და გამოიყენოს აღნიშნული ადგილმდებარეობის მონაცემი, რათა აჩვენოს მომხმარებელს შეკვეთის წარმოშობის და/ან დანიშნულების ადგილი. ამასთან დაკავშირებით, მომხმარებელი პირდაპირ ეთანხმება საკუთარი გეოლოკაციის მონაცემის გაზიარებას ნებისმიერ ობიექტსა და კომპანიასთან, რათა მოთხოვნილი შეკვეთის წარმატებით შესრულება ნებისმიერ დროს მოხდეს. მომხმარებლებს შეუძლიათ უარი თქვან აღნიშულზე.
კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
კომპანია პასუხს არ აგებს:
მომხმარებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე.
მესამე პირთა მიერ/მიმართ მიყენებული ზიანისთვის.
სხვა წინამდებარე წესებითა და პირობებში მითითებულ შემთხვევებში.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.
ფორს-მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე წესებისა და პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელი ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემობებით.
წინამდებარე წესებისა და პირობებისა და ხელშეკრულების მიზნებისთვის, ფორსმაჟორულ გარემოებად ითვლება ნებისმიერი გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება მხარეთა კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებითა და წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ხდის შეუძლებელს.
ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ხანძრით, წყალდიდობით, ომით, გაფიცვებით, პარტიზანული ან ტერორისტული მოქმედებებით, სამოქალაქო არეულობით, პანდემიით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამხედრო ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება მხარის კონტროლს.
მხარე რომელიც მოქმედებს ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, ვალდებულია მეორე მხარეს წერილობით შეატყობინოს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ფორსმაჟორული მდგომარეობის დაწყების, სავარაუდო ხანგრძლივობისა და მისი დასრულების შესახებ.
ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა სათანადო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
დასკვნითი დებულებები
თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
კომპანია უფლებამოსილია ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს ან ამოიღოს ვებ-გვერდის სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის ფუნქციები, პროდუქცია და ობიექტები რომლებიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.

დანართი 1

პროდუქტის დაბრუნების ფორმა

თარიღი:

მომხმარებლის სახელი და გვარი:
პირადი ნომერი:
მისამართი:
ელ-ფოსტის მისამართი:
ტელეფონის ნომერი:

შეკვეთის გაფორმების თარიღი:
შეკვეთის მიწოდების თარიღი:
პროდუქტის აღწერა:
მოთხოვნა:

ხელმოწერა: