ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ შესახებ

SmartPaw არის სტარტაპ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს შინაური და მიუსაფარი ცხოველების მზრუნველობის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვასა და განვითარებას. ჩვენი კომპანია დაარსდა 2024 წელს და ამჟამად მართავს საწარმოო და სავაჭრო ობიექტებს საქართველოში. ჩვენ უკვე ავაწყეთ ინოვაციური ტექნოლოგიების სხვადასხვა პროტოტიპები და ვავითარებთ არაერთ სერვისს, რომელიც ახალია რეგიონალური ბაზრისთვის. ჩვენი გუნდი აერთიანებს ექსპერტებს შინაური ცხოველების კვლევის, ელექტროინჟინერიისა და ბიზნეს/ოპერაციული მენეჯმენტის სფეროებში.

ჩვენი მისია ყველა შინაურ და მიუსაფარ ცხოველზე ზრუნვა მაღალი ხარისხის, მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ხანგრძლივობას.

ჩვენი ხედვაა სამყარო, სადაც ყველა შინაური ცხოველს, იქნება ის სახლში თუ ქუჩაში, აქვს ადვილი წვდომა ხარისხიან საკვებზე, სერვისებსა და შესაბამის პროდუქტებზე. სადაც პასუხისმგებლიანი მზრუნველობა ხდება სახალისო.